NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 20% უჭერს. შეკითხვაზე, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და ყაზახეთის მიერ, დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 20%-მა გასცა.
რაც შეეხება შეკითხვას, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 61%-ს აქვს. რესპონდენტთა 9 % არცერთ აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებას არ ეთანხმება, კიდევ 9%-მა „არ იცის", 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.