შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ „ნისან ტიდათი" მოძრაობისას, გ.ჩ. ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს - 1979 წელს დაბადებულ შ.მ.-ს და 2012 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 7-ე ნაწილით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.