გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ოფიციალურ ფხენიანს ქვანახშირის, რკინის, რკინის შემცველი ნივთიერებების, ტყვიის, ტყვიის შემცველი ნივთიერებების და ზღვის პროდუქტების ექსპორტი აეკრძალა.
გარდა ამისა, რიგ ქვეყნებს ჩრდილოეთ კორეელი მუშახელის დასაქმება აეკრძალა. გაერომ ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის საპასუხოდ მიიღო.