logo_geo
eng_logo
შეიარაღებულმა პირმა ეიფელის კოშკზე შეღწევა სცადა
- +

6 აგვისტო. 2017. 16:22



პარიზში დააკავეს მამაკაცი, რომელიც დანით ეიფელის კოშკზე შეღწევას ცდილობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია SETE ავრცელებს, რომელიც ეიფელის კოშკს ოპერირებს.


როგორც კომპანია აცხადებს, მამაკაცი მარტო მოქმედებდა, თუმცა იგი მალევე განაიარაღეს და დააკავეს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ რატომ ცდილობდა იგი კოშკზე დაბით შეღწევას. შედეგად არავინ დაშავებულა.


სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ტერიტორია დაათვალიერეს და მნახველებისთვის კოშკი 15 წუთით ადრე დაკეტეს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner