ქართველმა მოჭიდავემ ზვიად პატარიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა.
120 კგ ზვიად პატარიძემ რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში აშკარა უპირატესობით 9-0 დაჯაბნა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ყირგიზ რომან კიმს დაეჭიდება.
ქართველმა მძიმეწონოსანმა საფინალო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა.