„საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს „ქართულ ოცნებას" უჭერს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს. ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებში „ქართული ოცნების" მაღალი მხარდაჭერა აისახება.
„NDI ეს კვლევა იმიტომ ჩაატარა, რომ შემდგომ ჩვენ ვნახოთ, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას" უჭერს",- აღნიშნა ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.