logo_geo
eng_logo
NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია
- +

11 აპრილი. 2016. 11:24


 

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.


უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა. შეკითხვაზე უარყოფითი განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 14 %-მა დააფიქსირა.



ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი წინა - აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით გაზრდილია. მაშინ ევროპული ინტეგრაცია მისაღები გამოკითხულთა 60 %-სთვის იყო.



გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner