logo_geo
eng_logo
ისრაელის მთავრობა Al Jazeera-ს წარმომადგენლობას ხურავს
- +

6 აგვისტო. 2017. 23:11



BBC-ის ინფორმაციით, ისრაელმა კატარული ტელეკომპანია Al Jazeera-სგან ყველა ადგილობრივი ოფისის დახურვა, ხოლო ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების ჩამორთმევა მოითხოვა.


ისრაელის კავშირების მინისტრმა აიუბ კარამ განაცხადა, რომ აღნიშნული ტელევიზია ტერორიზმს უჭერს მხარს, რის გამოც დაიხურება როგორც არაბული, ასევე ინგლისური მაუწყებლობა.


ტელეკომპანია თავის მხრივ, კატეგორიულად უარყოს ისრაელის მთავრობის ბრალდებას და აცხადებს, რომ სრულიად დამოუკიდებლად მაუწყებლობს.


27 ივლისს Al-Jazeera-ს ადგილობრივი ოფისების დახურვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც მოითხოვა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner