logo_geo
eng_logo
ქართველი მოჭიდავე ზვიად პატარიძე ხუთგზის ჩემპიონია
- +

7 აგვისტო. 2017. 01:00



საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსანი ფალავანი ზვიად პატარიძე ზედიზედ მეხუთედ გახდა ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი.


პატარიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ყირგიზი რომან კიმი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


ქართველმა მძიმეწონოსანმა გადამწყვეტ შეხვედრამდე 4 მეტოქე დაამარცხა - იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში, ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი, რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა.


ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ ტამპერეში დღეს სრულდება.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner