კოლუმბიაში გაეროს მისიაზე თავდასხმა მოხდა. შედეგად სულ მცირე 1 სამართალდამცველი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე კაუკას დეპარტამენტში მოხდა.
პოლიცია მიიჩნევს, რომ შესაძლოა თავდასხმის უკან კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების მებრძოლები იყვნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.