პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშიკოვსკის განცხადებით, პოლონეთი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპიდან წამოსულ მიგრანტებს, მაგრამ ქვეყანაში შეშვებაზე უარს ეტყვის ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულ ადამიანებს.
„პოლონეთი მიგრაციისთვის ღიაა. გასულ წელს 1 267 000 უკრაინელს მივეცით ვიზა, რომელთა ნახევარი მუშობის უფლებასაც ითვალისწინებდა. შედეგად, პოლონეთში მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობს", - განაცხადა ვაშიკოვსკიმ.
მინისტრის თქმით, ოფიციალურ ვარშავას არ სურს სამხრეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულ მიგრანტთა სავალდებულო განსახლების პროცესში მონაწილეობა.
„ევროკავშირის 2015 წლის შეთანხმების შესრულებაზე უარს ვამბობთ. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებებს არ შეესაბამება. მეორეს მხრივ კი არ გვსურს ქვეყანაში შევქმნათ მიგრანტთა მუდმივმოქმედი მექანიზმი", - განაცხადა ვასიკოვსკიმ.
პოლონეთი უარს ამბობს ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსული ლტოლვილების მიღებაზე, რითიც 2015 წლის სექტემბრის შეთანხმებას არღვევს.
შეთანხმების დარღვევის გამო, 13 ივნისს ევროკომისიამ პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.