ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციაში თავდასხმას 50 მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმავიას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
როგორც ცნობილი გახდა, ტერორისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს, მათი მიზანი შიიტი მუსლიმების დახოცვა იყო.
ავღანეთის მთავრობა მომხდარს "თალიბანსა" და "ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირებს.