logo_geo
eng_logo
საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირებისას 300 მიგრანტი დაშავდა
- +

11 აპრილი. 2016. 11:28



ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე" იტყობინება, რომ დაახლოებით 300 მიგრანტი დაშავდა საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც მაკედონიის პოლიციამ ლტოლვილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენა.



ლტოლვილები საბერძნეთიდან მაკედონიის საზღვარზე გადასვლას ცდილობდნენ. მაკედონიის პოლიციამ კი მათი შეჩერება სცადა. ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე" ცნობით, დაახლოებით 200 ადამიანი ცრემლსადენი გაზის შედეგად, 30 რეზინის ტყვიების შედეგად, კიდევ 10 კი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა.



ორგანიზაციის ინფორმაციით, 30 ადამიანი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. შვიდი მიგრანტი კი სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულ მიგრანტებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველიც.



საბერძნეთის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელმა გეორგოს კირიცისმა მაკედონიის პოლიციის ქმედებებს საშიში უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი ზომების მიღება საჭირო არ იყო.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner