NDI-ის გამოკითხის მიხედვით, კითხვაზე - ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორია თქვენი და თქვენი ოჯახის მდგომარეობა, პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა - გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. 47%-ის აზრით, მდგომარეობა იგივე დარჩა, ხოლო 42% ფიქრობს, რომ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა.
კვლევისთვის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 3 900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.