logo_geo
eng_logo
გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მისი ოჯახის მდგომარეობა უცვლელია
- +

11 აპრილი. 2016. 11:30



NDI-ის გამოკითხის მიხედვით, კითხვაზე - ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორია თქვენი და თქვენი ოჯახის მდგომარეობა, პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა - გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. 47%-ის აზრით, მდგომარეობა იგივე დარჩა, ხოლო 42% ფიქრობს, რომ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა.


კვლევისთვის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 3 900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner