logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეს განაჩენია! უფრო ზუსტად, სამომავლო განაჩენი!
- +

7 აგვისტო. 2017. 16:01


 

SOS!!!! SOS!!!! SOS!!!!

"150-მა ჩვენს მიერ არჩეულმა კაცმა, ერთად აღებულმა, ერთი ილია მაინც უნდა "შეადგინოსო", ბრძანებს ლევან ღვინჯილია.
მდაააა!!!!
ეს განაჩენია! უფრო ზუსტად, სამომავლო განაჩენი!

მძიმე კაცია, თავისი ხასიათით, ბატონი ლევან ღვინჯილია, უმძიმესი...
და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის... ბედნიერება! 
დიახ, ბედნიერება, რამეთუ, წარმოუდგენელია მშობლიურ ენას პატრონობდნენ მსუბუქი, შემრიგებლური ხასიათის, პატრიოტული თემებით და საკითხებით "მოთამაშე", ზერელე ადამიანები!..

ვისაც ჯერ არს, შევუძახებ: თუ იმას ელოდებით, როდის დაიღლება ღვინჯილია, როდის შეურიგდება თქვენს "რამენაღვლეობას", ცდებით, თანაც, მწარედ!
არ დაიღლება!
არ შეურიგდება!
არ წავა არავითარ კომპრომისზე იმათთან, ვისაც "არ ენაღვლება" ბედი დედისა ერისა...

და ამაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს ეს მძიმედ მოსასმენი სატელევიზიო გამოსვლა, რაც ნახევარმა მილიონიანმა აუდიტორიამ ნახა და 18 ათასამდე გაიზიარა, რომელიც თავისი "სიმწარით" არც პირველია და, ალბათ, არც უკანასკნელი, მაგრამ... მანევრირებისთვის კიდევ არის არეალი დატოვებული: უფრო "უარესს", პირდაპირ თუ ვიტყვით, მორალურ "ჩაქოლვას" უნდა ელოდონ ისინი, ვინც "მტრობს" (აშკარად თუ არა, ზერელობით მაინც, პასიურობით, უსაქმურობით...) მშობლიურ ენას.

ამ "პერსპექტივაში" ღრმად ვარ დარწმუნებული, რამეთუ კარგად ვიცნობ: 35 წლის წინ საქართველოს ტელევიზიის ეკრანზე პირველად გამოჩნდა ეს კაცი საკუთარი ყოველკვირეული საავტორო გადაცემით და იმ დღიდან საჯაროდ (მანამდე ენათმეცნიერების ინსტიტუტში) ხმალამოწვდილი იბრძვის, დაუღალავად, სამაგალითოდ...

ისიც კარგად ვიცი: სისხლს "გაგიშრობთ"!
და ამ "სისხლის გაშრობაში" მის გვერდით იქნება ყველა მამულიშვილი. თოვლის გუნდასავით აგორდება მერე ეს მოძრაობა და...
ამიტომ გირჩევთ: გაინძერით!

გულწრფელ მადლობასთან ერთად დღეგრძელობა და წარმატება არ მოაკლდეთ დედაენის კანონის მომზადების და გზისგაკვალვის ტვირთის მატარებლებს: ლევან ღვინჯილიას, დიდ ქალბატონებს მზექალა შანიძეს და გუჩა კვარაცხელიას, გიორგი გოგოლაშვილს, ავთანდილ არაბულს, როინ მეტრეველს, ჯონი ხეცურიანს, ვაჟა შენგელიას, თამაზ გამყრელიძეს... კიდევ ბევრ სხვა პატრიოტ და სახელმწიფო აზროვნების ადამიანს, ამ მეწინავეთა მსგავს "უმძიმეს" ხალხს, რომელთა "აუტანლობა", უწინარესად, გამოიხატება 
შეუპოვრობაში, პრინციპულობაში, სიხისტეში, შეურიგებლობაში, უკომპრომისობაში, რაც დღეს ასე რიგად ჭირდება ქართული ენის სიწმინდისთვის, მისი განვითარებისთვის, მისი გადარჩენისთვის ბრძოლას.

არადა, დამოუკიდებელ(!) საქართველოში ეს ბრძოლა არ უნდა ყოფილიყო საჭირო.

სამწუხაროდ, ასეა ეს!







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner