logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ოფიციალურად გამოცხადდა, რომ...
- +

7 აგვისტო. 2017. 16:27


ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ევროკავშირის ელჩი ზალბერი ტოვებს თანამდებობას. მიზეზი არ სახელდება.


ვერც დაასახელებენ, რამეთუ ერიდებიან საზოგადოების ნეგატიურ რეაქციას. ნეგატიურს იმიტომ, რომ გაპანღურების ნაცვლად ზალბერი მშვიდად ტოვებს თანამდებობას პერსონალური მანდატის ვადის გასვლის გამო, ანუ როტაციის დრო დაუდგა.


გონივრული ეჭვი მაქვს, ზალბერს მადლობით და ჯილდოთი გაისტუმრებენ. ისევე, როგორც სხვა შემთხვევაშიც, როცა ტაშ-ფანდურით შეხვდნენ ბატონ ორბანს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და მის მოსახლეობას დიპლომატიის პრაქტიკაში არნახული ნაბიჯით: იგი, სტუმრადჩამოსული, დაუფარავად და უხეშად ჩაერია ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში - მონაწილეობა მიიღო „ნაცმოს" საარჩევნო კამპანიაში, ლამის კარდაკარ დადიოდა, იხვეწებოდა სააკაშვილის პარტიისთვის ხმის მიცემას და... მისი დანარცხებისთანავე მოურიდებლად დატუქსა ამომრჩეველი „ქართული ოცნების" მხარდაჭერისთვის.


ვისაც ჯერ არს, არ ახსოვს თუ არ უნდა რომ ახსოვდეს ეს ალიყური?!


ეტყობა, ზალბერისა და ორბანის სტატუსის ბრწყინვალებამ მხედველობა და სხვა გრძნობები დაუქვეითა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და... არა მარტო მას.


საერთაშირისო ასპარეზზე ცალკეული შთამბეჭდავი წარმატება (რაც აშკარაა!), მოპოვებული საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საერთო ძალისხმევით, ჯერ ერთი - სრულებით არ არის ერთი რომელიმე ნარცისი მინისტრის დამსახურება. და მეორე - არ გიბიძგებს პერსონას, სტრუქტურას თუ ქვეყანას სახელმწიფოებრივი ღირსების, ეროვნული მეხსიერებისა და თავმოყვარეობის დაჩლუნგებისკენ.


ზალბერის შემთხვევა ასეთი შეფასებებისთვის განგაწყობს მოქალაქეს. და ვერავითარი ბლუკუნი დიპლომატური ეტიკეტის და ტრადიციული ქართული სტუმარ-მასპინძლობის შესახებ, ვერ გაამართლებს ჩვენი ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის „ჩასვრას". ეს ფაქტი იმ უხეშ გამონათქვამს მაგონებს უთავმოყვარეო კაცს თავზე რომ ... „უშვებდნენ", ის კი „სიამოვნებისგან" გაბადრული უსირცხვილოდ იძახდა, ეს რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო...


ტაში, კუკურის და... ჩვენს საგარეოს!


P.S.: ამ რეპლიკის მიზეზი იხ. ადრინდელ პუბლიკაციაში.


http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=45180


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner