ლაგოდეხის ორ სოფელში ხანძარი მძვინვარებს.
როგორც „კვირას" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ განუცხადა, ხანძარი ცოდნისკარის თემის ორი სოფლის - თელასა და წიფლისწყაროს ტერიტორიაზეა მოდებული.
მისი თქმით, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია, ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია. მის ჩაქრობას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამაშველო-სახანძრო სამსახურთან ერთად, კახეთის სხვა რეგიონების სახანძრო-სამაშველო სამსახურებიც ცდილობენ.
ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკაც შეჰყავთ.
ადგილზე ჩავიდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში თბილისის სახანძრო სამსახურების ჩართვაც გახდეს საჭირო.