NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას მხარს უჭერს. ანგარიშის მიხედვით, ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ რესპონდენტთა 84% ინფორმირებულია, საიდანაც 72 აცხადებს, რომ აღნიშნულს ემხრობა.
რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 14 %-მა აღნიშნა, რომ „პროდასავლური", 52 %-ის აზრით, „პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც", 5 % ფიქრობს, რომ „პრორუსული", 16 %-ის აზრით კი, „პრორუსული, თუმცა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და NATO-სთან". 11 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.