„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნაცმოძრაობის" მოღალატური ქმედებების შედეგია 2008 წლის 8 აგვისტო. სააკაშვილი და მისი ხროვა უნდა გასამართლდეს დაკარგული ტერიტორიების და ჩვენი გმირი ბიჭების ცხინვალში ჩახოცვის გამო.
„ნაცმოძრაობას" მორალური უფლება არ აქვს იყოს პოლიტიკურ ორბიტაზე 2008 წლის 8 აგვისტოს გამო. მათი მოღალატეობრივი ქმედებებით დაიკარგა ქართული მიწები", - წერს მჟავანაძე.