logo_geo
eng_logo
NDI-ს კვლევების თანახმად, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად NATO უზრუნველყოფს
- +

11 აპრილი. 2016. 11:47



NDI-ს კვლევების თანახმად, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად NATO უზრუნველყოფს. კითხვაზე - რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: NATO - 23%; ევროკავშირი - 13%; რუსეთი - 13%; აშშ - 10%; ევრაზიული კავშირი - 1%; აზერბაიჯანი - 1%; სომხეთი - 1%; კითხვაზე პასუხი „არ ვიცი" - გასცა 32%-მა.


რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% რუსეთს მიიჩნევს. ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი - 47%; „ისლამური სახელმწიფო" - 8%; აშშ - 7%, თურქეთი - 5%; NATO - 2%; სომხეთი - 1%, ევროკავშირი - 1%; ევრაზიული კავშირი - 1%; სხვა - 2%; არ ვიცი - 27% და უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner