logo_geo
eng_logo
დავით ჯიქიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რუსთავში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
- +

8 აგვისტო. 2017. 13:14



2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა რუსთავში. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, საკრებულოს წევრებმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.  ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა აგვისტოს ომში და 2004 წლის კონფლიქტის დროს დაღუპული გმირების საფლავებიც მოინახულეს.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ხუთი რუსთაველი ჯარისკაცი: ვახტანგ გზირიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, კახაბერ თავგორაშვილი ლევან იოსებიძე და ბესიკ კაპანაძე დაიღუპნენ.  ხუთივე მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.


თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელობის მემორიალი გაიხსნა. ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და თავდაცვის სამინისტროს წარმომადფგენლები დაესწრნენ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი ვარკეთილის დასახლებაში, აგვისტოს ომის რუსთაველი გმირის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, შემოწირულობებით რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner