logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა
- +

8 აგვისტო. 2017. 13:46



საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა. აღნიშნულის შესახებ პოლონური რადიოსადგური ZET „ტვიტერის" გვერდზე იუწყება.

 

„საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა", - აცხადებს რადიოსადგური.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთს მიმართა თხოვნით, დაედგინა, იმყოფება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე.


როგორც საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, შესაბამისი მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ვარშავის პროკურატურამ მიიღო.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner