logo_geo
eng_logo
ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს
- +

8 აგვისტო. 2017. 15:14


 

2008 წლის აგვისტოს ომის მე - 9  წლისთავთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

 

2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

 

საომარი მოქმედებების დროს დაუღუპა  სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი).

 

გურიის გუბერნატორის მოადგილემ, გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილეებმა,  საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ და ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალი მოინახულეს.

 

„აგვისტოს მოვლენებიდან  მე -9 წელი მიიწურა. ამ ომმა ჩვენი უშიშარი და გაბედული მებრძოლების გმირობის ისტორიები  შემოინახა.  დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ  ქართველი ვაჟკაცები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შესწირეს თავი. მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში," - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 

მუნიციპალიტეტმა ომში დაღუპული ჯარისკაცის - თემურ ჭიტაძის ოჯახს ფულადი თანხა გადაურიცხა. ამ უკანასკნელის სახელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით  სოფელ გურიანთის საჯარო სკოლას მიენიჭა.

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner