logo_geo
eng_logo
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
- +

11 აპრილი. 2016. 12:27



სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 39 წლის ვახას ბუგიევი დაიღუპა. ცნობილია, რომ ის ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა. ვახა ბუგიევი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანის მკვიდრია და მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.



პანკისის ხეობის მცხოვრები იბრაჰიმ ხანგოშვილის განცხადებით, ბუგიევი სირიაში ერთი წლის წინ წავიდა.



ვახა ბუგიევი ეთნიკურად ჩეჩენიაის პანკისის ხეობაში საცხოვრებლად 2000 წელს დასახლდა, მას აქაური მეუღლე ჰყავს. შარშან გავიგეთ, რომ საზღვარი გადაკვეთა და სირიაში წავიდა. წუხელ კი, ოჯახს დაუკავშირდნენ და მისი დაღუპვის ამბავი შეატყობინეს. ვიცით მხოლოდ ის, რომ საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა", - განაცხადა იბრაჰიმ ხანგოშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner