სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 39 წლის ვახას ბუგიევი დაიღუპა. ცნობილია, რომ ის ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა. ვახა ბუგიევი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანის მკვიდრია და მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
პანკისის ხეობის მცხოვრები იბრაჰიმ ხანგოშვილის განცხადებით, ბუგიევი სირიაში ერთი წლის წინ წავიდა.
„ვახა ბუგიევი ეთნიკურად ჩეჩენია. ის პანკისის ხეობაში საცხოვრებლად 2000 წელს დასახლდა, მას აქაური მეუღლე ჰყავს. შარშან გავიგეთ, რომ საზღვარი გადაკვეთა და სირიაში წავიდა. წუხელ კი, ოჯახს დაუკავშირდნენ და მისი დაღუპვის ამბავი შეატყობინეს. ვიცით მხოლოდ ის, რომ საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა", - განაცხადა იბრაჰიმ ხანგოშვილმა.