logo_geo
eng_logo
შსს-მ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- +

9 აგვისტო. 2017. 00:47



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას განცხადებით, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

„დამწვარია დაახლოებით 2 ჰექტარი. სრული ლოკალიზება გვაქვს ცეცხლის. გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დარჩენილია რამდენიმე პატარა კერა, რომელსაც ებრძვიან მეხანძრე-მაშველები. გამოძიება დაიწყო 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაუდევრობით დაზიანებას გულისხმობს", - განაცხადა მალანიამ.


რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, როგორც მერაბ მალანიამ განმარტა, „ვერსია უამრავია, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს".










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner