ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართულ ოცნებას" გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს მომავალ არჩევნებში", -ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილმა დეპუტატმა, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ განაცხადა.
მამარაძე მმართველი კოალიციის დაშლას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. რაც შეეხება მასში შემავალ პარტიებს, ყოფილი პარლამენტარის აზრით, მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის მცირე შანსები აქვთ.
„გადაწყვეტილება კოალიციის დაშლის თაობაზე მიიღო ივანიშვილმა. მას ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია, არამედ ურჩიეს, რომ ასე აჯობებდა. უთხრეს, რომ ზოგიერთი პარტია იყო ტვირთი, რაც მართალიცაა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა „ოცნებისა" და ივანიშვილის მხრიდან, რომ მარტო, დამოუკიდებლად გავიდნენ არჩევნებზე. ეს აძლევს საშუალებას ამ პარტიას, მიიზიდოს ახალი სახეები პარტიაში, უჩვენოს მოსახლეობას, რომ განაახლებენ, შეცვლიან ბევრ რამეს ქვეყენაში. რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც იყვნენ კოალიციაში, მათ მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი ძალიან მცირეა..." - განაცხადა მამრაძემ.