საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:
„დეკარტემ ბრძანა: ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.,, ამ თეზისს ეწინააღმდეგება, ფრანგი ფილოსოფოსი მენ დე ბირანი, რომელიც ამბობს: ,,Volo ergo sum,, (მსურს, შესაბამისად ვარსებობ).
ნეტავ, უპასპორტო სუბიექტმა, თვითონ თუ იცის: უნებლიედ-როგორ აღმოჩნდა ფილოსოფოსთა საუკუნო ორთაბრძოლაში, საცდელი კურდღლის როლში და ისიც დე ბირანის მხარეს.
ვეჭვობ იცოდეს..." - წერს ჩრდილელი.