logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: პუტინის სოხუმში ვიზიტი ძალიან ცუდი სიგნალია
- +

9 აგვისტო. 2017. 15:25


რუსეთს რა უნდა დაუშაოს ამ სანქციებმა? კი, რაღაც პრობლემას შეუქმნის, მაგრამ დიდი ქვეყანაა და სხვა რესურსს გამოძებნის", - ასე აფასებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აშშ-ის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.


„რუსეთს სულ არ დასჭირვებია რომელიმე ქვეყნის მაგისტრალი ან ნებართვა, ისე გადააფრინა რაკეტები კასპიის ზღვიდან სირიაში, ორ ქვეყანას ზედ გადაუარა და მესამეს ზუსტად მოხვდა მიზანში.

 

რაც შეეხება ამერიკის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ჩვენ ორი მაგალითი გვაქვს, როცა ათწლეულების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები გამოუცხადა კუბასა და ირანს. ორივე ნაკლები შესაძლებლობების ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი. ამ სანქციებმა რომ არაფერი მოუტანეს, თვითონ ამერიკელებმა აღიარეს. რუსეთს რა უნდა დაუშაოს ამ სანქციებმა? კი, რაღაც პრობლემას შეუქმნის, მაგრამ დიდი ქვეყანაა და სხვა რესურსს გამოძებნის. მაგრამ ის ფაქტი, რომ პუტინი სოხუმში ჩადის, რა თქმა უნდა, თავისთავად, ძალიან ცუდი სიგნალია", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner