logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეს იყო, ალბათ, პირველი პოზიტიური გადაცემა აშშ-ის პრეზიდენტზე...
- +

9 აგვისტო. 2017. 21:02


1968 წელს საქართველოს ტელევიზიით გავიდა ჩემი გადაცემა „მითები და ლეგენდები" - კენედების ოჯახზე. ეს იყო, ალბათ, პირველი პოზიტიური გადაცემა აშშ-ის პრეზიდენტზე ქართულ ტელეეკრანზე. გადაცემას ისეთი რეზონანსი მოჰყვა, რომ... ხელმოსაწერად გამზადებული სასტიკი საყვედურის ბრძანება გააჩერეს.


ამჯერად კენედებმა მიშველეს.


მალე პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი მოკლეს... იმავე საღამოს, ცხონებულ რეზო დვალიშვილთან ერთად, ეთერში გავედით სპეცგადაცემით და...


ისევ მაყურებლის  განსაკუთრებული რეაქცია, ბრძანებით გამოცხადებული მადლობა, ფულადი პრემია და... მოგვიანებით ჟურნალისტთა კავშირის ლაურეატობა.


იმ დროს, ედვარდ კენედისთან დაკავშირებული ეს ტრაგიკული შემთხვევა... ბუნებაში არ არსებობდა, რამეთუ მოხდა 1969 წლის 18 ივლისს.


47 წლის შემდეგ, რუსეთში ამ ფაქტს ასეთ „საინტერესო" კონტექსტში  რომ გაიხსენებენ, წარმოგიდგენიათ რა „ბოღმის წერტილში" უნდა იყოს აშშ-რუსეთის ურთიერთობა?!


„სე ლა ვი!" - ასეა თუ ისე, ვერც ეს ტრაგიკული ფაქტი, ვერც ირონია და სარკაზმი ვერაფერს დააკლებს იმ სახელს და პოპულარობას, რომლითაც ეს ოჯახი შევიდა ისტორიაში...


ეს შესავალი უფრო იმ „შტირლიცებისთვის" არის განკუთვნილი, ვისაც ჰგონია, რომ ამერიკა კოლუმბზე ადრე მათ, საკუთრივ თავისთვის აღმოაჩინეს და „ამერიკანოფილობაზე" მონოპოლიურ პრეტენზიას აცხადებენ, ცინიკურ და გამკილავ რეპლიკებს თუ იარლიყებს მეტისმეტად გამიზნულად და „შემოქმედებითად" მოიხმარენ.


ბიძიკოებო, ცოტა არ იყოს, სასაცილონი ხართ! ისე კი, ასაკი მოგემატათ და დროა  დაღვინდეთ და შეიგნოთ: ისტორია თქვენით არ იწყება და არც მთავრდება, თქვენამდე იყვნენ და თქვენს შემდეგაც იქნებიან ადამიანები, ვინც სიძნელეების მიუხედავად „აკრძალულ" წიგნებსაც კითხულობდა და „ჩასახშობ" გადაცემებსაც უსმენდა... მერე დაჭკვიანდნენ, მიხვდნენ რომ შავ-თეთრის გარდა არსებობს სხვა ფერებიც, მიხვდნენ, რომ „ლაი-ლაის" მაინც ჯობს საქმის კეთება; იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ წარსული, წინაპრები კი არ უნდა ლანძღო-აგინო, არამედ მათი ნაღვაწი შეისწავლო, შეცდომები გაანალიზო და აღარ გაიმეორო, მიღწევებით-გაიხარო და იამაყო და ნებისმიერ შემთხვევაში მათ გზას, მათ ღვაწლს, მათ ცხოვრებას პატივი სცე და მოწიწებით მოიხსენიო...


რა თქმა უნდა, მაშინ, თუ ოჯახში ხარ გაზრდილი და არ იმსახურებ შეკითხვას: „დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!"


P.S.: ისე, „შტირლიცებმა" რომ იცოდნენ, კრემლის გზის გარდა „თეთრი სახლის" გზას ზოგიერთი ჩვენგანი მაშინ კვალავდა, როცა დედიკოები (მომიკითხეთ!) თქვენს ჭირვეულობას  „აღუ-აღუს" ხვეწნით აოკებდნენ... სწორედ მაშინ, როცა საკუთარ ბინებში (!!!) მასპინძლობდნენ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს თუ მოქმედ მინისტრებს, საქმიანი საუბრების პარალელურად „საცივის" და „ხაჭაპურის" საიდუმლოებებს  უხსნიდნენ და სამშობლოს საკეთილდღეოდ განაწყობდნენ მათ...


ეს ისე, უბრალოდ! ტაში, კუკური!


link

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner