logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: NDI-ის უნდობლობის შლეიფი მოჰყვება
- +

11 აპრილი. 2016. 13:38



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკი განცხადებით, NDI-ის კვლევებში დასახელებული სოციალური პრობლემები, ნებისმიერი გამოკითხვის გარეშეც ჩანს.



NDI-ის მოყვება შლეიფი უნდობლობის. რაც შეეხება სოციალურ თემებს, ნებისმიერი გამოკითხვის გარეშე შემიძლია პირველი ხუთეული დაგისახელოთ, რომელიც ჩამოყალიბებულია და გაუუარესდა პირობები ყველას, დაწყებული სიღარიბის დონეზე მყოფი ადამიანებით, დამთავრებული შეძლებულ ადამიანებამდე, ვინც ბიზნე აკეთებს და ექსპორტზე და იმპორტზეა დამოკიდებული. საკმაოდ გართულდა მდგომარეობა არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ურთულესი ვითარება შეიქმნა. დასაქმების ზრდა არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე ვითარებამ შექმნა ასეთი რთული სოციალური ფონი, მათ შორის საქართველოში.

 

საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამშვიდეს საზოგადოებას იმით, რომ იგივე მდგომარეობა და უფრო რთული ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომელსაც მეტი რესურსი აქვს - მაგალითად უკრაინაში, რუსეთში, თურქეთშიც მძიმე ვითარებაა. მე ვიფქრობ, რომ ტენდენციები მაინც პოზიტიურია.

 

ვიცით, რომ ცუდი შედეგები მოიტანა ვალუტის კურსის ცვლილებამ. მართალია, ვერ მოახდინა ფასებზე დამანგრეველი დარტყმა, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ რეალურად არის ნეგატიური ტენდენციები, რომელიც ახასიათებს ეკონომიკას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner