„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი ნანა ხომასურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნაცხროვას" და მის განშტოებას უფლება არ აქვთ საზღვართან მისვლის და იმ ბიჭების ხსენების, რადგან ზუსტად „ევროპული საქართველოს" ჯგუფი გახლავთ ამ ომის პროვოკატორი! იქ ბიჭების გვამები რომ იხრწნებოდა, აქ, თავისუფლების მოედანზე მიშას ყვიროდნენ და მღეროდნენ!..
სწორედ მაგათი მსხვერპლია ჩვენი მოძრაობის წევრების ნახევარი. 9 წელი მათ ვებრძოდით!" - წერს ხომასურიძე.