საქართველოს ოკუპირებული რეგიონის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.
„ჩვენ უკვე განვიხილავთ თარიღს. კონკრეტულად, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ვგეგმავთ, რომ აგვისტომდე ჩატარდეს რეფერენდუმი", - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.