ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, წინასაარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არ არის.
„მე შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია რაიმე სახის კონსულტაცია ჩემს შესახებ, ისევე, როგორც მე არ ვარ ჩართული წინასაარჩევნო სიის შედგენაში. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, ვფიქრობ, ეს საპასუხისმგებლო საკითხია და კონსულტაციები ალბათ იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.