მალხაზ თოფურია: დღემდე ქვეყნდება „შავი სიები“ იმ ჩინოსნების თუ პოლიტიკოსების, ვინც...
-
+
10 აგვისტო. 2017. 12:54
ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„9 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღეებიდან და დღემდე ქვეყნდება „შავი სიები" იმ ჩინოსნების თუ პოლიტიკოსების, ვინც 8 აგვისტოს მერე საზღვარი გადაკვეთა იქით...
იქნებ, ლოგიკა ჩაგვერთო და ამ არაფრისმთქმელ დაბალჩინოსან შეშინებულების სიების ყოველწლიურ ფრიალს, იმ პოლიტიკოსებ-ჩინოსნების სიებზე ეზრუნა ვინმეს, ვინც 8 აგვისტომდე სიდედრიან და კატა-ძაღლიანად გახიზნა საზღვარგარეთ ჯალაბობა. დამიჯერეთ, შეშინებულებზე უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო სია გამოვა იმათი, ვინც იცოდა რის გაკეთებას აპირებდნენ", - წერს თოფურია.