logo_geo
eng_logo
შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

10 აგვისტო. 2017. 13:24


 

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული  ვ.ლ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას,  საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა  მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ი.ბ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის  იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner