logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: ევროკავშირის მხარდამჭერების გაზრდა წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული
- +

11 აპრილი. 2016. 14:14



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შეფასებისას განუცხადა, რომ ევროკავშირის მხარდამჭერების გაზრდა განპირობებულია სახელმწიფოს მიერ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით განხორციელებული წარმატებული რეფორმებით.



კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენი ანალიზი იმას აჩვენებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს არის ის პრიორიტეტი, რომელშიც საქართველოს მთავრობა არის წარმატებული. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, იმ შედეგით, რასაც ზაფხულში ველოდებით, მხარდაჭერა კიდევ უფრო გამყარდება.

აქტიური მუშაობით შესაძლებელი გახდება იმ ანტიდასავლური ნარატივის დაძლევა, რომელიც ცდილობს ნიჰილიზმის დამკვიდრებას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. სწორედ საქართველოს უსაფრთხო, სტაბილური განვითარების საწყისი არის ჩვენს ევროპულ არჩევანში. ეს საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობით არის მხარდაჭერილი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა გაგრძელდება და იქნება ისეთივე წარმატებული, რაც განაპირობებს საზოგადოების მზარდ მხარდაჭერას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 


NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner