logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მიხავ, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებაზე კი ოცნებობდი, მაგრამ არ გამოგივიდა!
- +

10 აგვისტო. 2017. 20:22

 


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„ჩვენმა გაქსუებულმა მიშჰაუზენმა ისევ მოხსნა ტყუილების გუდას თავი. თან ისაო, საიდუმლოს გაგიმხელთო, ჩვენში დარჩესო, გეგონება ჩვენ აქ არ ვიყავით, არ გვახსოვს, ვერაფერს ვამჩნევდით და საკუთარი თვალით არ ვხედავდით. ჰოდა, თუ ზოგიერთს არ გახსოვთ, შეგახსენებთ, მიშჰაუზენი იმ პერიოდზე ალაპარაკდა, ნათია მოგელაძე რომ „ბლატაობდა" ქვეყნის მასშტაბით და ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ ყველა ორგანიზაციას აყადაღებდა. აი, რას ამბობს ამხანაგი მიხა:

 

„საიდუმლოს გაგიმხელთ, 2012 წლამდე პროკურატურაში იყო რამდენიმე საქმე ფულის გათეთრებაზე - ივანიშვილზე, ღარიბაშვილზე, საკრედიტო ბარათებით გამოჰქონდათ ფული, 100-პროცენტიანი დასაჭერი საქმე იყო ორივეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ღარიბაშვილზე, ღარიბაშვილი პირდაპირ მონაწილეობდა ამ ყველაფერში, იყო უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა და მე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითი არ დაგვეკარებინა არცერთისთვის და არ დაგვეწყო არც საჯაროდ და არც სამართლებრივად ამ საქმის გაგრძელება, ივანიშვილი დააჯარიმეს მაშინ 80 მილიონით თუმცა, ციხეში არავინ არ წასულა. გადავაბარეთ ხელისუფლება წყნარად, ყველაფერი მივეცით ხელში და სრულიად საპირისპირო დასკვნა გამოიტანეს, ესენი ფარჩაკები არიანო, მაგრამ ჩვენ ფარჩაკები არ ვიქნებით".

 

2011 წლის 18 ოქტომბერი. როდესაც „საქართველოს ბანკიდან" „ქართუს" ინკასატორებმა გამოიტანეს ფული და გადაჰქონდათ თავიანთ ბანკში, თავს დაესხნენ სპეცრაზმელები და ფული ჩამოართვეს. წართმეული თანხა გახლდათ 1 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო. ოპერაცია განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელისუფლების დაკვეთით. ოფიციალური ბრალდება იყო ფულის გათეთრება.

 

აი, აქ ამხანაგი მიშჰაუზენი იჭედება. წესით, როდესაც ფულის წარმომავლობაზე არსებობს ეჭვი, ხდება ანგარიშების გაყინვა სასამართლოს გადაწყვეტილებით. საინკანსაციო მანქანას არავინ აჩერებს და ფულს არავინ ართმევს. ეს გახლდათ ყაჩაღობის კლასიკური ნიმუში. მეორე - როდესაც ერთი ბანკიდან მეორე ბანკს გამოაქვს ფული, რაში მდგომარეობს ე.წ. გათეთრება? თუ „ქართუ", ანუ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ათეთრებდნენ ფულს, მაშინ ამ საქმის მეორე მხარედ (დამნაშავედ) უნდა დაფიქსირებულიყო „საქართველოც ბანკიც", რომელიც გახლდათ „ნაციონალების" საყრდენი. ყველაფერს დავანებოთ თავი, როდესაც ორ ბანკს შორის ხორციელდება რაღაც ოპერაცია ოფიციალურად, რანაირად ამტკიცებ, რომ საქმე გვაქვს ფულის გათეთრებასთან? უკანონოდ წამოიღეს „საქართველოს ბანკიდან"?!

 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ პერიოდში მიშჰაუზენმა და მისმა ხროვამ იმოქმედეს მათთვის ჩვეული ყაჩაღური სქემით - ივანიშვილს ფულიც წაართვეს და 80 მილიონი ლარითაც დააჯარიმეს. ალბათ, გახსოვთ, ეს ფული შემდგომში ივანიშვილმა დაიბრუნა და სეტყვით დაზარალებულ კახელ მევენახეებს აჩუქა.

 

ნახეთ, ეს შენობას გამოვარდნილი აგური, რას ამტკიცებს - მაშინ ღარიბაშვილის დაჭერაც შეიძლებოდა და ივანიშვილისაც, მაგრამ ადეიშვილს მოველაპარაკე და ხელი არ ვახლეთო. მიხავ, შარაგზაზე დახვდი, რაც მოჰქონდათ, ბოლო „კაპეიკამდე" წაართვი, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებაზე კი ოცნებობდი, მაგრამ არ გამოგივიდა, ვერაფერი ნახე ხელჩასაჭიდი.

 

დაბოლოს, მიშჰაუზენი იმასაც იძახის, ძალაუფლება მშვიდობიანად, წყნარად გადავაბარეთო. ისემც რა გითხარი, ამერიკის ელჩს რომ არ გაჩერებინე, შე აფრაკო, მზად იყავი, სისხლი დაგეღვარა და ეს ყველაფერი სამეგრელოდან დაგეწყო. ჩვენ გვახსოვს ყოველი დღე და წუთი, ნუ დაწანწალებ და ნუ აბოლებ მავანთ და მავანთ, შენი თითოეული სიტყვა გაშიფრულია!" - წერს ზედელაშვილი.










 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner