logo_geo
eng_logo
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ასფალტის შენახვისა და დაცვის საპილოტე პროექტი განხორციელდა
- +

10 აგვისტო. 2017. 21:59



​თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა, ბრიტანული კომპანია „რინოფალტის" ოფიციალურ დისტრიბუტორ შპს „ბი-ენ-ჯი-სთან" ერთად, ასფალტის საფარის ზედაპირის დაცვისა და შენახვის საპილოტე პროგრამა განახორციელა. პროგრამის ფარგლებში ვაჟა ფშაველას გამზირის ნახევარკილომეტრიან მონაკვეთზე ცივი, დამცავი ხსნარი, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოისხა.


​როგორც „სითი კვირას" კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუმარტეს, ხსნარი აღწევს ბიტუმში და აღადგენს ასფალტის ზედაპირის სიცოცხლისუნარიანობას.


მათივე ინფორმაციით, სპეციალური ხსნარი შექმნილია იმისთვის, რომ შეაჩეროს ზედაპირული დაზიანებები. ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ასფალტის საფარს სიცოცხლისუნარიანობა 50%-ით უხანგრძლივდება. ასფალტის საფარის სიცოცხლისუნარიანობის პროპორციულად მცირდება გზის მოვლა-პატრონობის ხარჯები და დაუგეგმავი სარეაბილიტაციო ჩარევა.

 

 

 

 

 

 

 

 









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner