წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურში, მდინარე ენგურთან, საოკუპაციო ხაზზე დაკავებული უტა სამუშია გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
უტა სამუშია რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს. მოგვიანებით ასევე დააკავეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკვიდრი თენგიზ მიქავა, რომელიც ამ დრომდე გალის ე.წ. იზოლატორში რჩება.