logo_geo
eng_logo
დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
- +

10 აგვისტო. 2017. 22:08



ქუთაისის სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში", კერძო დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში" ობიექტის დაცვის თანამშრომელს სცემეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაცვის თანამშრომელს 5 ახალგაზრდა უმოწყალოდ სცემდა. ნაცემ მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი.


თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთ-ერთ მაღაზიაში ნივთის მოპარვას ცდილობდნენ, რაშიც მათ ხელი დაცვის თანამშრომელმა შეუშალა. ნაცემი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner