logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას დაემუქრა
- +

11 აგვისტო. 2017. 01:47



BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ დაემუქრა. ამერიკის პირველი პირის თქმით, ვაშინგტონის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების დროს ფხენიანს „ძლიერი ნერვიულობა" მოუწევს.


ტრამპის განმარტებით, თუ ფხენიანი არ დაფიქრდება, ისეთ სერიოზულ პრობლემებს დაეჯახება, რომელიც ბევრ ქვეყანას არ ჰქონია.


„უმჯობესია, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს აღარ დაემუქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ცეცხლსა და მრისხანებას შეხვდება, რომელიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს", - განაცხადა ტრამპმა.


ტრამპმა მსგავსი განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ფხენიანში გუამის კუნძულზე თავდასხმით დაიმუქრნენ, სადაც ამერიკული ბაზაა განთავსებული.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner