logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

11 აგვისტო. 2017. 10:47


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი ქალაქ თბილისში, უაქციზო ალკოჰოლური სასმელების -  კონიაკი Hennessey X.O-სა და არაყი Beluga-ს რეალიზაციას ახორციელებდა.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია  უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის  საერთო ღირებულება  8 736 ლარს  შეადგენს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner