logo_geo
eng_logo
აღმაშენებელზე, ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, საქმის წარმოება დაიწყო
- +

11 აგვისტო. 2017. 11:33


ახალ აღმაშენებელზე  ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


„სუბიექტებს  კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებმა ბანერებზე ქართული წარწერებიც უნდა განათავსონ.

 

აღმაშენებლის გამზირზე  თბილისის მერი დავით ნარმანია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი უკლებასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერმა 16-ვე  სუბიექტის მეპატრონეს  გაფრთხილება  პირადად  მისცა. 

 

პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლაც მიმდინარეობს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner