logo_geo
eng_logo
სუს-ი: ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე
- +

11 აგვისტო. 2017. 12:47


„ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების უფლებებს და პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.


უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში.

 

„ვადასტურებთ ხურჩა - ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში", - აცხადებენ სუს-ში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner