„ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების უფლებებს და პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში.
„ვადასტურებთ ხურჩა - ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში", - აცხადებენ სუს-ში.