საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ქვეყანა განვითარების გზაზე დგას და რაღაც პრობლემების დაძლევა ეტაპობრივად ხდება.
„არ შეიძლება, რომ ეს დასკვნები ეყრდნობოდეს ერთ რომელიმე კვლევას, ამ შემთხვევაში NDI-ის კვლევას, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა მიზეზების გამო ყოველთვის არის კითხვის ნიშნები. რა თქმა უნდა, თითოეული კვლევა არის მნიშვნელოვანი, იქ შეიძლება ტენდეციები ვნახოთ, პრობლემები დავინახოთ, მაგრამ არის ძალიან ბევრი სხვა კვლევა, შესწავლის და გაზომვის მექანიზმი. სხვადასხვა მექანიზმები გვაჩვენებს სხვადასხვა სურათს, ყოველ შემთხვევაში, ის, რომ ქვეყანა განვითარების გზაზე დგას და რაღაც პრობლემების დაძლევა ეტაპობრივად ხდება, ეს სახეზეა. არ ვფიქრობ, რომ არჩევნებზე NDI-ის კვლევას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.