logo_geo
eng_logo
ნატო დუმბაძე: ალბათ ეს დღეც დადგება...
- +

11 აგვისტო. 2017. 18:02


ბოლო წლებია, იურმალაში ლატვიელი და რუსეთში საკმაოდ პოპულარული მომღერალი, ლაიმა ვაიკულე, ივლისის ბოლოს, ოთხდღიან ფესტივალს მართავს, სახელწოდებით „ლაიმა ვაიკულე რანდევუზ" სადაც ქართველი მომღერლებიც არიან დაპატიჟებული. წელს ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ჯგუფი the quintessence, რომელსაც რეკომენდაცია პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ გაუწია, წარდგნენ მაყურებლის წინაშე. როგორ შეხვდნენ ლატვიელი მაყურებლები და ჩასული სტუმრები ქართველ შემსრულებლებს, როდის იგეგმება ალა პუგაჩოვას და რის გამო ვერ შედგა ლაიმა ვაიკულესა და ქართული ჯგუფის დუეტი სცენაზე ამ თემებზე ჟურნალ „თბილისელებს" ნატო დუმბაძე ესაუბრა


„სამი წელია რაც ლაიმა ვაიკულე იურმალაში ატარებს ფესტივალს, რომელსაც ჰქვია „ლაიმა რანდევუზ". ეს ფესტივალი ოთხი დღე გრძელდება. წელს ლაიმამ შემომითვალა, თუ ვინმე გინდა საქართველოდან იღებდეს ფესტივალში მონაწილეობას, მასალა გამომიგზავნეო. ისე რომ, არც  the quintessence-ის წევრებმა იცოდნენ და არც მათმა ხელმძღვანელმა, გავუგზავნე ლაიმას მასალა და ძალიან მოეწონა. ჩასვა კონცერტში. თან, გამოგზავნა სიმღერა და გამოთქვა სურვილი, მათთან ერთად დუეტი შეესრულებინა. ბავშვები ვენიდან მოფრინავდნენ, რეისმა დაიგვიანა და რეპეტიციისთვის დრო აღარ დარჩა, ამიტომ არ გამოვიდა დუეტი. მაგრამ ბავშვებმა ორი სიმღერა შეასრულეს და მათი გამოსვლის შემდეგ დარბაზი ფეხზე იდგა და დიდხანს უკრავდა ტაშს. ლაიმაც კმაყოფილი იყო.

 

რაც შეეხება ბუბას და ნანის გამოჩენას, ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სითბო და სიყვარული გამოხატა იქ დამსწრე საზოგადოებამ ბუბას და ნანის მიმართ. ხალხი საათობით რიგში იდგა, რომ ბუბასთან და ნანისთან ფოტო გადაეღოთ. ყველაზე დიდი ემოცია მათ გამოსვლას მოჰყვა, დარბაზიდან შეძახილებით უხსნიდნენ სიყვარულს.

 

ალა პუგაჩოვა, ქმართან და შვილებთან ერთად, იურმალაში ისვენებდა და კონცერტსაც დაესწრო. მასთან მქონია შეხება და ვიცი, რომ დიდ პატივს სცემს ქართველებს. ადრე მინდოდა ალას ჩამოყვანა თანხმობაც იყო, მაგრამ არ მოხერხდა. ალბათ ეს დღეც დადგება. თუმცა, ფესტივალზე შეხვედრის დროს, ამაზე საუბარი არ ყოფილა. თან ახლა უკვე გვაქვს კარგი დარბაზი - „ბლექსი არენა", - განაცხადა ნატო დუმბაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner