logo_geo
eng_logo
რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
- +

11 აგვისტო. 2017. 19:56


რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში მაზდას მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა.


„მოამბის" ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ხუთივე მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.


დაშავებულები ზესტაფონის და ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.


ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, არსებული ინფორმაციით, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.


მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner